2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ბათუმში მალე ელექტროავტობუსები იმოძრავებს.  ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია ,,ბელკომუნამაშს“ შორის დღეს გაფორმდა.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მოწოდებას უზრუნველყოფს. სატენდერო თანხა 3 მილიონ 777ათას ევროს შეადგენს. პროექტისათვის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია. ელექტროავტობუსების დაფინანსების კუთხით, პროექტი პირველია ფონდისათვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

გასულ წელს ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.

Please follow and like us: