სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დღეს საცხოვრებელი ფართები 28 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„წლების განმავლობაში ადამიანებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ. ფართების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემა გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები დადიანის N2-ში გადაეცემა 14 ოჯახს, თენგიზ სტურუას N29-ში 9 ოჯახს, ქიზიყის ქუჩის N23-ში 3 ოჯახს, მუხიანის დასახლებაში ორ ოჯახს, რუსთაველის ქუჩა N45-ში ერთ ოჯახს და გრიგოლ ლორთქიფანიძის N 22-ში ერთ ოჯახს.

Please follow and like us: