სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს.

ამის შესახებ პატრიარქის მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

„ამა წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

Please follow and like us: