ფობიების სია უსასრულოა. ბევრისთვის სასაცილო შიშს, სისუსტეს, არცთუ ისე იშვიათად, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია. ხშირად შეუძლებელიც კია, ერთმა ადამიანმა გაიგოს და გაიაზროს მეორე ადამიანის სამყარო. ფერების შიში, ბუნებრივი მოვლენების შიში, რიცხვების, ქმედებების, სხვადასხვა ტიპის ადამიანების შიში და სხვა – პირადი სისუსტე ყველა ადამიანს აქვს. კონკრეტული ადამიანის კონკრეტული სისუსტე მისი პირადი, სხვებისთვის ხშირად გაუგებარი მოცემულობაა. ცხადია, თითოეულ შემთხვევას ინდივიდური მიდგომა სჭირდება.

და მაინც, როგორ განიმარტება ტერმინი „ფობია“ – ის ბერძნული წარმოშობისაა და ითარგმნება, როგორც „შიში“. ფსიქიატრები ამ ტერმინით გამოხატავენ არარაციონალურ, შეუსაბამო შიშს, რომელიც გამოწვეულია ფსიქიკური დაავადებით. გარდა შიშისა და სისუსტისა, „ფობია“ სიძულვილსაც კი გამოხატავს.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი გთავაზობთ 10 რჩევას.  ეს რჩევები და შესაბამისი მოცემულობები დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ ფობიებთან დაკავშირებულ დისკომფორტს და თავი გაცილებით დაცულად იგრძნოთ.

  1. დაუახლოვდი საკუთარ თავს – ადამიანი, რომელსაც გარკვეული ფობია აქვს, დაშორებულია საკუთარ თავს, საკუთარ რაციონალურ შეგრძნებებს.
  2. იკვებე ჯანსაღად – კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთი მთლიანი ორგანიზმი გვაქვს და არ ხდება ფსიქიკისა და სხეულის დაყოფა.
  3. გაიფართოე კომფორტის ზონა – როგორც წესი, ჩვენ ძალიან გვაშინებს ნებისმიერი დისკომფორტი და ამიტომ ვცდილობთ, კომფორტის ზონა მაქსიმალურად გავამყაროთ, თუმცა ეს უფრო მეტად უკეთებსპროვოცირებას იმას, რაც გვაწუხებს.
  4. იკონტაქტე ბუნებასთან – მიუხედავად ჩვენი რუტინული რეჟიმისა, უნდა ვეცადოთ და შევამჩნიოთ ჩვენ გარშემო სასიცოცხლო ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზე, ზღვა, მდინარე, ტყე, ქვიშა, ბალახი… და ვიკონტაქტოთ მათთან.
  5. იცხოვრე განრიგით – იკვებე, დაიძინე, გაიღვიძე ერთსა და იმავე დროს.
  6. გადაყარე ძველი ნივთები და დაივიწყე, გაუშვი ის ადამიანები, რომლებსაც ტკივილი უფრო მეტი მოაქვთ შენს ცხოვრებაში, ვიდრე – სიხარული.
  7. მოუსმინე საკუთარ თავს– ჩემი დაკვირვებით, როცა ადამიანები საკუთარ თავს გაურბიან, ამაზე მათი ორგანიზმი მეტაფორულად პასუხობს.
  8. ისწავლე ადვილად მიღება – თუ სამყაროს აღქმასა და მიღებას მთლიანობაში შევძლებთ, საშიშიც აღარაფერი იქნება.
  9. მოეშვი,ისწავლე მოდუნება – იდეალური არავინაა. სამყაროს ისეთი სჭირდები, როგორიც ხარ. უბრალოდ, მიეცი შენს თავს უფლება, იყოს ის, ვინც გინდა.
  10. ხანდახან, იცინე საკუთარ სისუსტეზე – თუ შეეცდები და სისუსტეს (ფობიას) შენგან განაცალკევებ, თუნდაც ხუმრობით, იგი ვეღარ შეძლებს შენზე ბატონობას.

 

Please follow and like us: