13 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
14 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
14 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
14 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
14 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს სთხოვა, რომ მედიას სხდომების დასრულების შემდეგ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც მთავრობის სხდომაზე არ განხილულა, ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ გახარიამ განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ, არამხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც მთავრობის სხდომაზე წარმოადგენენ, არამედ საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზეც, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს“, – განაცხადა გახარიამ.

Please follow and like us: