დიდ ბრიტანეთში მდებარე ბლენჰეიმის სასახლიდან 2019 წლის 14 სექტემბერს მოპარული ოქროს უნიტაზი $6 მილიონი ღირს, წერს Apnews  აქამდე ცნობილი იყო, რომ ოქროს უნიტაზი 1 მილიონ ევროზე მეტი ღირს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ სასახლის მთავარმა მმართველმა დომინიკ ჰერმა განაცხადა. ჰერი აღნიშნავს, რომ ბლენჰეიმის სასახლეში მსგავსი ინციდენტი არასდროს მომხდარა,რადგან დაცვის სისტემა გამართულად მუშაობს. თუმცა მომხდარი ძარცვის შემდეგ სისტემა გადაიხედება.

იტალიელი არტისტის მიერ დამზადებული ოქროს უნიტაზი მოიპარეს, – წერს BBC.

18 კარატიანი ოქროს უნიტაზი ჯერ არ უპოვნიათ. თუმცა 66 წლის კაცი, რომელიც ქურდობაშია ეჭვმიტანილი, უკვე დააკავეს.

ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოქროს უნიტაზი 2017 წელს ნიუ-იორკის მუზეუმის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს ვან გოგის ნახატის სანაცვლოდ შესთავაზეს.

Please follow and like us: