ქართველი ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი, გარდა იმისა, რომ წარმატებული და პროფესიონალი ფოტოგრაფია, ცნობილია საკუთარი ნაბიჯებით, რომლებიც მიზნად ისახავს, საქართველო გაიცნოს მსოფლიომ. ის უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი. საკუთარ გამოცდილებაზე, თვალით ნანახსა და მოსმენილზე დაყრდნობით მას შეუძლია, მსოფლიოს მოსახლეობის დამოკიდებულებები ჩვენც გაგვიზიაროს. სწორედ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს სამყარო ჩვენი ქვეყნის შესახებ, გოგა ჩანადირი “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს პასუხობს.

რასაკეთებ იმისთვის, რომ მსოფლიომ მეტი იცოდეს საქართველოს შესახებ?

ძალიან ხშირად ვმოგზაურობ. 100-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტსივრცე ასეთი განვითარებულია, აქტიურად ვიყენებ სოც.ქსელებსა და ინტერნეტპლატფორმებს იმისთვის, რომ ხელი შევუწყო საქართველოს პოპულარიზებას.

2010 წლიდან მე დავდივარ მაისურით, წარწერით – “ნახე საქართველო”. მას წინა მხარედ შესაბამისი წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე აქვს, უკანა მხარეს კი დაბეჭდილია საქართველოს ცხრა ხედის ფოტო. როდესაც ტურისტულ ადგილებში მივდივარ და რიგში ყოფნა მიწევს, ადამიანებს თვალში ხვდებათ წარწერა და მეკითხებიან საქართველოს შესახებ. მათ შთაბეჭდილებებს ვუზიარებ, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას ვთავაზობ. ამასთან, იზრდება ინტერესი ქართული შრიფტის, ქართული დამწერლობის მიმართ. ყველგან, აეროპორტებში ამ მაისურით დავდივარ. გარდა ამისა, გამოფენები მაქვს ხოლმე უცხო ქვეყნებში და აქაც ვცდილობ, მეტი გაიგონ საქართველოს შესახებ.

ძირითადად, რა დამოკიდებულებები იკვეთება უცხოელების მხრიდან ქართველების მიმართ?

შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც უკვე ყოფილან საქართველოში. ყველას ახსოვს ხინკალი და ხაჭაპური. უმეტესად, თბილად და დადებითად იხსენებენ ჩვენს ქვეყანას. უნგრეთში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ ძალიან ცუდად მოიხსენია ქართველი ტაქსისტები. როგორც ჩანს, ის მოატყუეს. განსაკუთრებით არაბები ჩივიან, თუ როგორ ატყუებენ საქართველოში. ჩვენ ნამდვილად ვართ სტუმართმოყვარე ადამიანები. მსგავსი შემთხვევები ძალიან უხერხულია.

უფრო მეტად, რა არ მოსწონთ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოში?

არ მოსწონთ ის, რომ “ზებრა” ხაზზე გზას არ უთმობენ და მძღოლები სწრაფად დადიან. გარდა ამისა, ერთმა გერმანელმა პირდაპირ მითხრა – ვუყურებ თქვენს მოქალაქეებს და არ მომწონს, ფიზიკურად რომ არ ვარჯიშობენო. ისიც კი მითხრეს, რომ ნასვამი მძღოლებიც დადიან.

უმეტესად, განწყობა, სანახაობა, კერძები, ღვინო – უცხოელებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს; ასევე, ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა… იმასაც ამჩნევენ საქართველოში, რომ მკვეთრად გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულს – სადღეგრძელოებში მაინც. ამ მხრივ, ევროპელებს განსაკუთრებით მახვილი თვალი და ყური აქვთ.

როგორფიქრობ, რაცვლილებებიასაჭიროიმისთვის, რომჩვენიქვეყნიკიდევუფრომეტიდაინტერესდეს?

საჭირობევრიარაფერია, მაგრამ აუცილებელია კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოქნილი ფასები. სამივე შემთხვევაში ჩვენ მოვისუსტებთ. ხშირად ვხარბდებით და მაღალ ფასებს ვაწესებთ, გვავიწყდება კეთილსინდისიერება. ძალიან აქტიურად მიწევს ყოფნა ტურისტულ ბიზნესში. ვიცი უცხოელების შეფასებები და სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სამი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს.

ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ იყოს თვალწარმტაცი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: