თბილისში მორიგი რეკორდი დაყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც წუთში 43 აზიდვა ქონდა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ვეკუას რეკორდის დასამყარებლად სრული ერთი წუთი ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად მას მხოლოდ 46.8 წამი დაჭირდა.

Please follow and like us: