არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ რაღაც ნეპოტისტური სქემა არსებობს, რომლითაც ქალბატონ ზურაბიშვილს მისთვის სანდო პირები გარკვეული პირების შეწყალებას ურჩევენ და ის შემდგომ ამ გადაწყვეტილებას იღებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ჟურნალისტებს” განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტის შეწყალების მორიგი აქტი, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

სამადაშვილის თქმით, მისთვის გაურკვეველია, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იწყალებდეს მკვლელებს და დღემდე საპატიმროში იყოს მღვდელი, გიორგი მამალაძე, რომელსაც შეწყალებაზე უარი ორმა პრეზიდენტმა უთხრა.

“რამდენადაც ვიცი, ოთხმეზურის მკვლელი მიმალვაშიც იმყოფებოდა, ვიდრე დაიჭერდნენ ანუ, მისი დაჭერა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან მართლმსაჯულებას გაექცა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა პრინციპებით და რა მოსაზრებებით შეიძლება ვინმემ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. ქალბატონი ზურაბიშვილი საჭიროდ არ თვლის, რომ საზოგადოებას აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხს ჩვენ ვერ გავიგებთ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Please follow and like us: