უკმაყოფილო ფიქრები გაქვს, ელი სხვისგან და ეს მოლოდინი უსასრულოა?
ელი გაგიკეთებენ, მოგიტანენ , წაგიყვანენ და ეს ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც შენ გინდა ?
როგორი მოლოდინიც გქონდა ისე არაა ყველაფერი, რაღაც მიახლოებულია, აკლია ელფერი…
შენ იღიმი , მაგრამ ძალდატანებით , შინაგანად მაინც უკმაყოფილო ხარ, იმიტომ რომ მეტს ელოდი.
მეტს ელი , დედისგან ,მამისგან მეუღლისაგან, შვილისგან, შეყვარებულისაგან .
აკისრებ ყველას პასუხისმგებლობას, საკუთარი თავის გარდა.
ვერც კი წარმოგიდგენია ეს როგორ გააკეთო, სხვისგან კი ბევრს მოითხოვ.
თქვენ შინაგანად პატარა ბავშვი ხდებით, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ „მე“-ზე.
აბა როგორ შეიძლება პატარა ბავშვმა ეს გააკეთოს და მუდმივად რჩებით ამ როლში.
მოგწონთ კიდევაც ,იღებთ სარგებელს, მაგრამ უფრო მეტ შინაგან კონფლიქტს.
შენში ისევ ბავშვი ცხოვრობს, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას ,იმიტომ რომ ეშინია შეცდომების, ეშინია მოვალეობების. ვერ იღებს ხმას და ეშინია საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს და გაიზარდოს.
ნუ შეგეშინდებათ, პასუხისმგებლობა თავად აიღეთ თქვენს ცხოვრებაზე. თავად დაიწყეთ ქმედება, შეაჩერეთ მოლოდინის რეჟიმი და გადადით ქმედებებზე.
ავტორი: ნინო გვაზავა