პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“მე პირადად გამომდინარე ამ ვითარებიდან რაც შედგა, პრეზიდენტისთვის და ეს არის ჩემი სურვილი, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება. წესები შემუშავდება ან ჩემ დროს ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მას აქამდეც ჰქონდა ინიციატივა, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ შეწყალების წესების დახვეწასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ამაზე მას პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები უკვე ჰქონდა.

“ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ამ ახალ წესებს და ჩვენი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან, ალბათ, შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რათა აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება”.

Please follow and like us: