„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % – „კარგად“, 37 % – „საშუალოდ“, 10 % – „ცუდად“ და 5 % – „ძალიან ცუდად“ აფასებს.

ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1 % – „ძალიან კარგად“, 12 % – „კარგად“, 43 % „საშუალოდ“, 21 % – „ცუდად“, 7 % – „ძალიან ცუდად“.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 1 % ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა „ძალიან კარგია“, 11 %-ის აზრით – „კარგია“, 36 % ზურაბიშვილის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს, 28 % – „ცუდად“, 12 % კი „ძალიან ცუდად“.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობის რეიტინგის შეფასების მაჩვენებელი კი ასეთია: 1 % – „ძალიან კარგი“, 9 % – „კარგი“, 31 % – „საშუალოდ“, 16 % – ცუდი“, 6 % – „ძალიან ცუდი“.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.

Please follow and like us: