მეცნიერთა თქმით, ბავშვის ხასიათსა და შესაძლებლობებზე არა მხოლოდ ზოდიაქო და მისთვის შერჩეული სახელი ახდენს გავლენას, არამედ მისი დაბადების თვეც მოქმედებს.

ამერიკაში მეცნიერებმა  1994 – 2000 წლებში დაბადებული მილიონამდე ბავშვის მონაცემები შეისწავლეს.

გაითვალისწინეს რა მოზარდის დაბადების თვე, სკოლაში მისი აკადემიური შედეგები და ნიშნები, მშობლების განათლებისა და ცხოვრების დონე, გააანალიზეს თითოეული მაჩვენებელი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სექტემბერში დაბადებული ბავშვები მეტად თავდაჯერებულნი იყვნენ და სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის არ ექმნებოდათ.
ამასთან, ასტროლოგიური მონაცემებით, სექტემბრის ბავშვები ქალწულები და სასწორები ( დაწყებული 24 სექტემბრიდან ) არიან.ქალწულები დაბადებიდან გონიერებითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩევიან, სასწორები კი –  ხელოვნების სიყვარულითა და ნიჭით.

Please follow and like us: