მწამდარომ  გადამზადებული მით უფრო სერტიფიცირებული პედაგოგები მსგავსი ლექსიკით არ დაამყარებდნენ კომუნიკაციას მათ აღსაზრდელებთან.

 მაგრამ როგორც ჩანს არც ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ავტორიტეტმა ადამიანებმა იქნება ეს მშობელი თუ  პედაგოგი ლექსიკონიდან ამოიღოს ისეთი ფრაზეოლოგოა, რომელიც ამახინჯებს ჯერ კიდევ მოწყვლად და ფაქიზ სულს.

 უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ვიყოთ მშობლები და პედაგოგები  უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ამ ურთიერთობით  ვაყალიბებთ პიროვნებას. ხშირად ჩვენი შეხედულებები და იდეები განსაზღვრავენ ბავშვის რწმენებს, წარმოდგენებს, აყალიბებენ მათს მსოფლმხედველობას და ფასეულობებს. 

ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი ქმედება, სწორი მიდგომა, რათა   არ გავაქროთ ბავშვის პიროვნებაში  როგორც ინდივიდის განცდა. ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით  როგორიცაა :გაეთრიე, მოეთრიე, შენ ამას არ იმსახურებ,  თავზე დაგასხავ თუ არ შეჭამ, შენი საქმე არაა, მაინც არაფერი გამოგივა, შენ ამას ვერ შეძლებ… მსგავსი სიტყვებით მთლიანად ვანადგურებთ პატარას თვითშეფასებას, ვუკლავთ მოტივაციასა და მას არასრულფასოვან ადამიანად ვაგრძნობინებთ თავს. 

 ბავშვის სული მოწყვლადი და ფაქიზია. მას არ შეუძლია გაემიჯნოს ან გააპროტესტოს უფროსის ასეთი ქმედება. ის უბრალოდ იჯერებსრომ არის ასეთი

იჯერებს რომ არ შეუძლია .. არ გამოუვა არის  უუნარო .. ეს არის აღზრდაში ერთ -ერთი,  მაგრამ უმნიშვნელოვანესი,  რასაც დაბალ თვითშეფასებამდე მივყავართ და  აყალიბებს არასრულფასოვნების განცდას.

 შემდეგ  კი მთელი ცხოვრება ეს განცდა სტანჯავს.

დედებო და პედაგოგებო თქვენ გიჭირავთ ის ოქროს ძაფებირომელიც თქვენს შვილებს ან ტალახში ჩააგდებს ან ოქროს ადამიანად აქცევს.

ავტორი: ნინო გვაზავა

Please follow and like us: