თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციებით ბარაკ ობამამ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მინისტრად ჯე ჯონსონის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც მეტად გამოცდილია ანტიტერორისტულ ბრძოლაში და ბოლო ხანებში პენტაგონის იურიდიულ მრჩეველს წარმოადგენდა.
ობამამ ეს კანდიდატურა ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად წარადგინა და ამ დროს ახლანდელ მინისტრს ჯენეტ ნაპოლიტანოსაც მადლობა გადაუხადა ამ პოსტზე 4,5 წლიანი მუშაობის გამო.
ახლა ობამას ეს კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს სენატმა.
21.10.13