სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს მე-60 საყოველთაო ნათლობაა. ნათლობის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ახლად მონათლულები დალოცა.
„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საიუბილეო დღე, მე-60 ნათლობა. 60-ჯერ ჩატარდა ნათლობა და ბავშვების რაოდენობამ 40 000-ს მიაღწია. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა დალოცოს ოჯახები თქვენი, დედ-მამა, და-ძმანი, ნათესავები. ღმერთმა მოგცეთ ნიჭი, ნიჭი სწავლისა, მტკიცე სარწმუნოება – მართლმადიდებლობა, სიყვარული, გაჭირვებული ხალხის დახმარება და მშვიდობა. დალოცვილი იყავით”,- ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქს ამ დროისთვის, დაახლოებით, 40 000 ნათლული ჰყავს.