კახეთის რეგიონში, 23 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

როგორც „თბილისი თაიმსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 14 ათასამდე მევენახემ სხვადასხვა ღვინის საწარმოს მოსავალი უკვე ჩააბარა.

„ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 288 კომპანია, მათგან 172 უკვე ჩართული იყო რთველის პროცესში.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Please follow and like us: