დღეს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

ჯგუფურ ეტაპზე სანდრო ბაზაძემ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, T16-ში თურქ მუჰამედ ანასიზის 15:3 სძლია, T8-ში არგენტინელ სტეფანო ლუკეტის 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი ენვერ ილდირიმი 15:11 დაამარცხა. ფინალში ბაზაძემ ბრიტანელ ჯეიმს ჰონეიბონის 15:8 სძლია.

Please follow and like us: