სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ეტლით ფარიკაობაში. ტურნირის ბოლო დღეს ხმალში გუნდური შეჯიბრი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში პოლონეთი 45-43 დაამარცხა, ნახევარფინალში კი იტალიის უძლიერეს გუნდს 45-36 სძლია. ფინალში ქართველების მეტოქე ჩინეთი იყო. ჩინელებმა ჩემპიონატზე ჯამში 25 მედალი მოიპოვეს, რომელთაგან 11 ოქროსია და უახლოეს მადევარს უკრაინას 15 მედლით აჯობეს. მსოფლიოს საუკეთესო პარამოფარიკავეებით დაკომპლექტებულ ნაკრებს ქართველმა სპორტსმენებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიშით 22-45 დამარცხდნენ. მესამე ადგილზე უკრაინა გავიდა.

საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხია.

Please follow and like us: