რას ნიშნავს „ჭკვიანი“ ქალაქი და როგორია ის?
„სითი კვირა” გთავაზობთ “IESE” ბიზნესის სკოლის გლობალიზაციისა და სტრატეგიის ცენტრის სტატიას, რომლიც მიხედვითაც ქალაქები 9 კრიტერიუმის მიხედვით განიხილება:

  1. ადამიანური კაპიტალი – განათლება, განვითარება და „ტვინების“ მოზიდვა
  2. სოციალური ერთიანობა – განსხვავებულ ჯგუფებს შორის კონსენსუსი
  3. ეკონომიკა
  4. გარემო
  5. სახელმწიფო მმართველობა
  6. ურბანული დაგეგმარება
  7. საერთაშორისო ურთიერთობები
  8. ტექნოლოგია
  9. მობილურობა და ტრანსპორტი – მარტივად გადაადგილება და სერვისებზე წვდომა.

როგორც სტატიის ერთ-ერთი ავტორი პროფესორი ჯოან ენრიკ რიკარტი განმარტავს, „ჭკვიან ქალაქად“ უნდა ითვლებოდეს ის ქალაქი, რომელიც თავისი მცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, რაც ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს მდგრად განვითარებას გულისხმობს.

​ტოპ 10 „ჭკვიანი“ ქალაქების სიის პირველ ადგილას ლონდონი გვხვდება.

ლონდონი ინდექსების მაჩვენებლების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქის სტატუსს სწორედ ინგლისის დედაქალაქი იკავებს. ის პირველ ადგილზეა ადამიანური კაპიტალის (მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მქონე ბიზნეს სკოლები და უნივერსიტეტების დიდი რაოდენობა), საერთაშორისო კავშირებით, ტრანსპორტისა და მობილობის კრიტერიუმების მიხედვით.
​ბრიტანეთის დედაქალაქი ყველაზე მეტ პროგრამისტს მასპინძლობს მსოფლიოში, ვიდრე სხვა ქალაქები. ლონდონს ღია მონაცემთა პლატფორმაც აქვს (London Datastore), რომელსაც ყოველთვიურად 50 ათასზე მეტი ადამიანი, კომპანია, მკვლევრები და დეველოპერები იყენებენ.

ნიუ იორკი რა თქმა უნდა, „ჭკვიანი“ ქალაქის სტატუს ეკონომიკური განვითარების, სოციალური კაპიტალისა და ურბანული დაგეგმარების ინდექსის მაჩვენებლით იკავებს.
ნიუ იორკში 7 ათასამდე მაღალი ტექნოლოგიური კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ინტეგრირებული ტექნოლოგიური მომსახურებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის ეკონომიკა მუდმივად ვითარდება და სულ უფრო მაღალ საფეხურებს აღწევს, ამ ქალაქს სოციალური ერთიანობის პრობლემა მუდმივად აწუხებს.

ამსტერდამი ნიდერლანდების დედაქალაქი რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობისა და კულტურის მაღალი ინდექსების მიხედვით. ამ ქალაქს ველოსიპედების ავტომატიზირებული სერვისის მოწინავე სისტემა აქვს, დიასახლისების 90% ველოსიპედს მართავს. ამსტერდამმა დღის წესრიგში დააყენა პროექტი, რომელიც გაზსა და დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას ემსახურება და სულ მალე, 2025 წლისთვის ევროპის წამყავანი ქალაქი გახდება ენერგოეფექტურობის კუთხით.

პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი ლონდონთან ერთად, ევროპაში თავისი ფინანსური ჰაბითაა გამორჩეული. შესაბამისად, გამოირჩევა ეკონომიკით, ადამიანური კაპიტალით, საერთაშორისო დონის მიღწევებით, ტექნოლოგიებით, ტრანსპორტირების სისტემებითა და მობილურობით.
ქალაქი მუდმივად მუშაობს ველოსიპედებისა და ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის (მიწისქვეშა მეტრო, მატარებელი) განვითარებაზე.

რეიკიავიკი მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ერთ-ერთი პატარა ქალაქია, ის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს გარემოს საკითხებში მაღალი ინდექსით. გარემოზე ზიანის შესამცირებლად რეიკიავიკი მუდმივად ვითარდება მზის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ენერგიაზე მომუშავე მექანიზმების დანერგვითა და გამოყენებით. ამ ქალაქმა ასევე პირველმა წარმოადგინა კლიმატის კონტროლის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.

ტოკიო ქალაქი, რომელსაც ყველაზე მაღალი შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი აქვს. რეიტინგში მეექვსე ადგილზე მოხვდა ეკონომიკური განვითარების, ადამიანური კაპიტალისა და გარემოზე ზრუნვის მაღალი ინდექსის მაჩვენებლით.

სინგაპური გამორჩეულია ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. ამ ქალაქში ყველაფერი ტექნოლოგიების გარშემო ტრიალებს: მას რობოტებით დაკომპლექტებული საავადმყოფოები, ყველაზე მეტად მოდერნიზებული ბაღები და ფერმები აქვს.

კოპენჰაგენი დანიის დედაქალაქი რეიტინგის მერვე ადგილს იკავებს. საკმაოდ მაღალი ინდექსის მაჩვენებლით გარემოსდაცვით საკითხებში გამოირჩევა.

ბერლინმა საერთო რეიტინგში მეცხრე ადგილი დაიკავა ადამიანური კაპიტალის კრიტერიუმის მიხედვით. შემდეგ მოდის საერთაშორისო დონეზე განვითარებისა და მმართველობის ინდექსი, ტრანსპორტირება და მობილურობა.

ვენა ავსტრიის დედაქალაქი ამაყი უნდა იყოს ტრანსპორტირების სისტემებითა და მობილურობით, ასევე საერთაშორისო დონეზე მიღწევადობით. გარდა ამისა, ვენა 25-ე ადგილს იკავებს ტექნოლოგიური განვითარების, ადამიანური კაპიტალისა და გარემოსდაცვის კრიტერიუმების მიხედვით.

წყარო: city.kvira.ge

Please follow and like us: