“აპეტიტო” მოხუცებს, რომლებსაც პენსია არ ჰყოფნით, უფასო საკვებს სთავაზობს.

პენსიონერებს საკვების მისაღებად შეუძლიათ ფილიალებს დილის საათებში მიაკითხონ – “აპეტიტო” მათ წინა დღის, ვარგის საკვებს გადასცემს. ამის შესახებ “აპეტიტოს” დამფუძნებელმა თეკო ვახანიამ “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა.

აპეტიტო” საოჯახო სამზარეულოა და შესაბამისად საკვებიც მრავალფეროვანია. თეკო ვახანიას თქმით, შესაძლებელია ობიექტზე დარჩეთ როგორც მზა საკვები, ასევე ცომეული და ტკბილეული, რომელიც რა თქმა უნდა, საკვებად ვარგისია, თუმცა შესაძლოა ვიზუალურად არ გამოიყურებოდეს კარგად და ამის გამო არ გაყიდონ.

აპეტიტოს” დამფუძნებლის თქმით,  ფილიალებთან მალე აბრას დადგამს, საიდანაც ყველა მიიღებს ინფორმაციას, რომ წინა დღის პროდუქციის უფასოდ წაღების საშუალება აქვთ.

Please follow and like us: