ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი ვრცელი სტატია მოამზადა,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მთებიდან ზღვამდე 7 დღეში – საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა“- ამ სათაურით ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას აღწერს.

უწყების განმარტებით, National Geographic-ის ვრცელი სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა. კამპანია ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. მასშტაბური კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

სტატიის და National Geographic-ზე მარკეტინგული კამპანიის შესახებ საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი სტატიები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას მიზნობრივ ბაზრებზე.

„როგორც იცით სტრატეგიულ ქვეყნებში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ აქტივობებს საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით. ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და გავლენიანი გამოცემის National Geographic-ის პლათფორმაზე, რომელსაც მილიონობით მკითხველი ჰყავს. ეს კამპანია მოიცავს როგორ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ხელს უწყობს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას,“ – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

Please follow and like us: