დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეხვედრა შედგა, სადაც მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სიიდან ხუთი კანდიდატის, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურის გაყვანა სთხოვეს.

“კადრები გავრცელდა 27 იანვარს, ეს მოხდა 25-ში. ლოგიკას სადამდე მივყავართ, ეს ყველას ინდივიდუალური აზროვნების სივრცეა. მე მაინც მუდმივად ფაქტებს ვეძებ, როდესაც ვაკეთებ დასკვნას, მაგრამ ამ ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ კადრების გავრცელება იყო ამ კონფლიქტის შემდეგ, ჩემი უარის შემდეგ, გაფრთხილებების შემდეგ, რომ უნდა გავჩერებულიყავი და გავჩუმებულიყავი, რომ ვერ დამიცავდნენ თურმე. ვუთხარი, რატომ ვიყავი დასაცავი, სულ მე ვიცავდი, ასე იყო შვიდი წელი. ჩემ თავს არ ვიცავდი, ვიცავდი “ქართულ ოცნებას”. თვითონ როგორ იცავენ ყოფილ თანაგუნდელს და რას კადრულობენ, ამას საკუთარი ამომრჩეველი უყურებს. რომელი შენი თანაგუნდელი უნდა მოიმხრო და რომელი შენი თანაგუნდელი დაგიჯერებს, როცა იმ ადამიანს ასე ექცევი, ვინც ამ პარტიის სათავეებთან იდგა და ვის ბრძოლის ხარჯზე ეს ხალხი აქ შემობრძანდა? ეს ისტორია ბევრ პრობლემურ მხარეს აჩვენებს”,-აცადებს ბესელია.

Please follow and like us: