1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.

ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრაში საქართველო უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 43-14 დამარცხდა. ჩვენი მომდევნო მეტოქე კი, წინა შეხვედრაში ურუგვაისთან ანგარიშით 30- 27 დამარცხდა და ჯამში, 2 წაგება აქვს.

Please follow and like us: