გიორგი სისაური ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფი და მხატვარია, რომელიც 7 წლიდან ხატავს ბიბლიურ სცენებს, პორტრეტებს, ფიგურატიულ და აბსტრაქტულ კომპოზიციებს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს შედგა, ხოლო მისი ნამუშევრები, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ხელოვნების პროგრამის ფარგლებში, ოფენბახის შრიფტის მუზეუმში იყო გამოფენილი. აღსანიშნავია, რომ ახალგარდა ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის ნამუშევრები, 2016 წელს, საჩუქრად რომის პაპს – ფრანცისკე I-ს გადაეცა. ამ ეტაპზე, მისი ნამუშევრების ნაწილი გამოფენილია თბილისში, ხელოვნების სასახლეში (კარგარეთელის 6).

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ხელოვნების სასახლეში, გიორგი სისაურის მიერ შესრულებულ ქართულ ანბანთან ერთად, გამოფენილია მისი ორი ხელნაწერი, რომელიც შემდეგ, ხელოვანის თქმით, ბრიტანეთის სამეფო ბობლიოთეკაში გადაინაცვლებს, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა დაცული ქართული ხელნაწერი.

გამოფენა სახელად „მზით ქმნილი ანბანთქება“, ხელოვნების სასახლეში, 27 სექტემბერს გაიხსნა და გიორგი სისაურის ნამუშევრების ხილვა, ამ გამოფენის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

Please follow and like us: