2 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
3 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

რუსთავის # 5 საჯარო სკოლა ცოტა ხნის წინ დატოვა მეექვსეკლასელმა გოგონამ და მისმა მშობელმა. სკოლიდან, ის რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. თამარ ხეჩიკაშვილმა გოგონა საკუთარ მანქანაში ჩასვა და სკოლის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ხეჩიკაშვილი მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.

სკოლასთან ამ დრომდე პროტესტის ნიშნად შეკრებილი მშობლები რჩებიან.

მოსწავლეების მშობლები იმ მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლას მოითხოვენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და ბულინგში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. პედაგოგის მტკიცებით, მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.

Please follow and like us: