იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, უვადო მოსამართლეობის მსურველ 16 კანდიდატთან გასაუბრებას გაივლის. უფრო კონკრეტულად, საბჭო იმ მოსამართლეებთან ჩაატარებს გასაუბრებას, რომლებსაც მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და ასევე გასაუბრებას გაივლიან იმ მოსამართლეებთან, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძე გასაუბრების პროცესს ფასადურს უწოდებს და აცხადებს, რომ საერთო სასამართლოებში მურუსიძე-ჩინჩალაძის “საძმაკაცოს” განმტკიცება ხდება.

“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი ფასადური პროცესია. გასაუბრებები, რომლებიც აქ მიმდინარეობდა, თავიდან ბოლომდე, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ეს არის მცდელობა,მურუსიძე-ჩინჩალაძემ თავისი “საძმაკაცო” განამტკიცოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში. ქართველი ხალხი ამას პოლიტიკური რეფორმებით უპასუხებს. შესაბამისად, ეს მცდელობები დროებით უნდა ავიტანოთ, რადგან საბოლოო ჯამში, არ მგონია მათ 45 და 50 წელი მოუწიოთ სასამართლო სიტემაში მსახური”,- განაცხადა დოლიძემ.

Please follow and like us: