პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ. დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში 12:00 საათზეა დაბარებული.

ბესელიას გამოკითხვა იმ განცხადების საფუძველზე მოხდება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გააჩნია.

Please follow and like us: