მომავალი წლიდან სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და ექიმების ხელფასები გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მთავრობის სხდომის თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

„გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით.

2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, უპირველესად იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, სამართალდამცავები და ექიმები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Please follow and like us: