ბოლო პერიოდში ბულინგი ჩვენს საზოგადოებაში ძალინ დამკვიდრერებული ტერმინი გახდა.

თავიდან განვმარტოთ რა არის ბულინგი.

ტერმინიბულინგიინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში.

   “ბულინგიაქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება.

ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით

 ბავშვი მოძალადე  და მსხვერპლიც ორივე მსხვერპლია. ძალიან ხშირად მოძალადებულერს მიაჩნია, რომ სხვებზე უნდა ბატონობდეს და ამის უფლება აქვს. ხშირად გააჩნია ფიზიკური უპირატესობა თანატოლებთან. იმპულსურია, ადვილად აღგზნებადი. მიაჩნია, რომ იმსახურებს ლიდერობას. ზოგჯერ არ შეუძლია კომპრომისებზე წასვლა. დარწმუნებულია თავის უპირატესობაში და ..

 მსხვერპლი ძალიან ხშირად ის ბავშვია, რომელსაც საკმაოდ მაღალი შფოთვის დონე აქვს. ეს არის ის ბავშვი, რომელიც თავს გრძნობს დაჩაგრულად, აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება. ბავშვი, რომელიც შეიძლება იყოს, არა მშიშარა, მაგრამ არა სხვებზე თამამი, მორცხვი, ჩაკეტილი, ზედმეტად მგრძნობიარე, რომელიც მიდრეკილია დეპრესიისაკენ.

 დიდწილად მოძალადშიც  და მსხვერპლშიც თავს იჩენს  არასრულფასოვნების  კომპლექსის გამოვლინება.

სადაც უმეტესი პასუხისმგებლობა ოჯახს და სააღმზრდელო დაწესებულებას ეკისრება.

და მაინც უნდა გვახსოვდეს მჩაგვრელი არის თავად მსხვერპლი რაღაცის ან ვიღაცისაგან ,  რადგან უჩნდება განცდა სადღაც გამოავლინოს და გადაიტანაოს ეს განცდა .

ავტორი: ნინო გვაზავა

 

Please follow and like us: