დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

„მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის წერილში.

84 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს გარდაიცვალა.

Please follow and like us: