ფოთში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია პირველ ოქტომბერს ფოთში გაიმართა, რასაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაესწრო. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს კომპანია პეის ჯგუფი განახორციელებს .

“ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ დამატებით 5 მლნ ტონაზე მეტი მშრალი ტვირთი გადავამუშაოთ და მივიღოთ. ეს აამაღლებს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას”, — თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ 30 სექტემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ახალი ტერმინალი გათვლილი იქნება ძირითადად ნაყარ ტვირთებზე და არა კონტეინერებზე. მისივე თქმით, თანხობრივათაც და პროფილითაც იგი განსხვავდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტისაგან.

სამინისტროს ცნობით, საპორტო ინფრასტრუქტურა ფოთში განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში კი აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC-ის ინვესტიციაა

Please follow and like us: