უმცროსი შვილის დაბადების შემდეგ, რომელსაც უჩვეულო სახელი, როტაგაიდი დაარქვეს, ალექსის ბრეტი პირველი ქალი გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ზედიზედ 10 ბიჭი გააჩინა. თუმცა ამაზე ალექსისი არ გაჩერებულა – მას გოგონა ძალიან უნდოდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ ორსულად იყო.

39 წლის ალექსი ბრეტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 10 ბიჭის გაჩენის შემდეგ, ნანატრი გოგოს დედა გახდებოდა.

ბრეტისა და დევიდის მრავალშვილიანი ოჯახური იდილიის შესახებ არაერთხელ დაწერილა, თუმცა ოჯახში მატებამ დასავლური მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

,,ნამდვილად არ მოველოდით. როცა გავიგე სქესი ექოსკოპიაზე შოკში ვიყავი, მაგრამ ამავდროულად, აღფრთოვანებული“– ამბობს უკვე 11 შვილის დედა.

გოგონას კამერონი დაარქვეს. მას 2-დან 17 წლამდე ასაკის ათი ძმა ჰყავს.

როგორც ჩანს, ბიჭები ახალშობილის მიმართ, და-ძმისთვის დამახასიათებელ ეჭვიანობას არ ამჟღავნებენ.

,,მაქსიმალურად უფრთხილდებიან, ეფერებიან და ანებივრებენ. ცდილობენ არ იხმაურონ, როცა გაიღვიძებს“ – ამბობს დევიდი

მრავალშვილიანი მამა იმასაც ამბობს, რომ ბავშვის სქესს მისთვის, არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მნიშვნელობა.

,,ბევრი გვეკითხებოდა, ვიყავით თუ არა იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ გოგო არ გვყავდა. გულწრფელად ვამბობ – არა.

არ გვქონია პრეფერენციები რომელიმე სქესის მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა, კამერონით უზმოდ ბედნიერი ვართ“

Please follow and like us: