19 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
20 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
20 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
20 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი. დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურზე საუბრისას განაცხადა.

„ეს მიდგომა მხოლოდ ტაქსებზე არ არის, ბევრ რამეში გვახასიათებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ დროთა განმავლობაში, განათლებით, შეგნებით, ეს ყველადერი დაიხვეწება, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს ყველაფერი დარეგულირდა”, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტაქსების რეფორმა შედგა, თუმცა ეს არ არის რეფორმის დასასრული.

„ეს არის რეფორმის დასაწყისი და ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, ტრანსპორტის მიმართულებით, აუცილებლდ გავაკეთებთ”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება 1-ელ ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმებს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ჯარიმები ერთჯერადად ამნისტირებული იქნება.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რომელიმე ტაქსის მძღოლს მუშაობა აეკრძალა. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Please follow and like us: