უახლოეს ორ თვეში ჩვენ პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც საზოგადოებას 12 ახალი წევრი გააცნო.

მისი თქმით, პარტიის დაფუძნების შემდეგ პროგრამულ ხედვას წარადგენენ, რაზეც ჯგუფები უკვე მუშაობენ.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე წარვადგენთ. შესაბამისად, არანაირი ამოვარდნილი განცხადებები და რაღაც ერთჯერადი ეფექტის მომცემი პროგრამების წარდგენა არ იქნება. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ საკმაოდ სერიოზულად. ამ პროგრამების შეჯერება მოხდება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან რეგიონებში, რადგან უამრავი საკითხია. მხოლოდ იმის შემდეგ, როცა დაფუძნდება პარტია, წარმოგიდგენთ ძალიან მკაფიო პროგრამულ ხედვას, თუ რა დროში, რანაირი რეფორმებით გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან. უახლოეს ორ თვეში ჩვენ პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Please follow and like us: