ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. ინციდენტი განდის 150-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დროს მოხდა. მძარცველებმა მემორიალთან წარწერაც დატოვეს: „ერის გამყიდველი“.

მაჰათმა განდი 1948 წლის იანვარში მოკლეს, რის შემდეგაც მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა, ფერფლი კი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ფერფლის ნაწილი მადჰა პრადეშის შტატში, მემორიალში ინახებოდა.

Please follow and like us: