10 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
15 საათის წინ
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება
15 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
15 საათის წინ
ნათია თურნავა კორონავირუსზე – გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის – ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ
2 დღის წინ
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო პირი თავის გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ფასეულობას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, იურისტმა ანა დოლიძემ, „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ის ყოველთვის კრიტიკულია, როდესაც საქმე ეხება გამონათქვამებს, რომელიც ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობებში უთანასწორობას უსვამს ხაზს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო პირი თავის გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ფასეულობას და მოერიდოს გამოთქმებს, რომელიც შეიძლება ქალისა და მამაკაცის უთანასწორობას უსვამდეს ხაზს, მიუხედავად იმისა რომელი თანამდებობის პირს, ან რომელიმე პარტიის ქალ წარმომადგენელს აკრიტიკებს. ეს არის ჩემი პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება, ვინც არ უნდა გააკრიტიკონ. როდესაც საქმე გვაქვს გამონათქვამებთან, რომელიც ქალისა და მამაკაცის უთანასწორობას შესაძლებლობებში უსვამს ხაზს, მე ყოველთვის ვაკრიტიკებდი, მათ შორის გია ვოლსკის და მიხეილ სააკაშვილს, მე გავაკრიტიკებ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც მგრძნობიარე არ იქნება იმ თემის მიმართ, რომ საჯარო სივრცეში ქალი და მამაკაცი არის თანასწორი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

Please follow and like us: