10 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
16 საათის წინ
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება
16 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
16 საათის წინ
ნათია თურნავა კორონავირუსზე – გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის – ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ
2 დღის წინ
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიულერმა სხდომის დასრულებისას მედიასთან კომენტარის გაკეთებისას ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება სამხედრო განვითარებაში.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების კუთხით.

„ჩვენ დღეს ვზეიმობთ ხუთი წლის იუბილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც გააძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვას. დღეს შევთანხმდით, რათა განვაახლოთ არსებითი პაკეტი. ჩვენს მოვისმინეთ ალიანსის წევრების დაპირება რესურსების მიმართულებით. თქვენ მოახერხეთ გაძლიერება თქვენი ინსტიტუტების, მოახდინეთ მოდერნიზება თავდაცვის ძალების და თავდაცვის ბიუჯეტის გაფართოებით, მოგიწოდებთ და მხარს გიჭერთ ამ მიმართულებით და რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით, რომელიც ეხება თავდაცვის სექტორს და რაც უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობისა და სასამართლოს რეფორმების შემდგომი განხორციელებისთვის. მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აახლოებს ნატო-სთან.

ბრიუსელის სამიტზე 2018 წელს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს მიღებული იქნება ალიანსის წევრად. ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოზეც იყო გაცხადებული, რაც პირველად გაცხადდა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, ნატოს კარი ღია რჩება“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

Please follow and like us: