11 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
16 საათის წინ
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება
17 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
17 საათის წინ
ნათია თურნავა კორონავირუსზე – გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის – ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ
2 დღის წინ
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ, მოკავშირეებმა მეტი რესურსის გამოყოფის პირობა დადეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ასევე მივესალმეთ საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. თქვენ შეძელით თავდაცვის სფეროს რეფორმების გატარება და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს სამხედრო ხარჯების კუთხით. ჩვენ მოგიწოდებთ, ასე გააგრძელოთ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

არსებითი პაკეტის განახლების საკითხზე ასევე საუბარია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში.

„ნატო და საქართველო მზად არიან, კიდევ უფრო გააღრმავონ ეს თანამშრომლობა. ბოლო ხუთი წლის წარმატებაზე დაყრდნობით, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 2020 წელს ნატო-მ და საქართველომ, გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, უნდა განაახლონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“, – აღნიშნულია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში.

Please follow and like us: