თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში მანდატი არ უნდა დატოვოს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საჭიროა, გამოძიებას დაველოდოთ“.

“თუ მას დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, გამოძიების წინაშე უნდა აგოს პასუხი. მე მგონია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. თუ მას ასეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ ისე, როგორც კანონს შეეფერება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: