ინდისის გმირების” პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ფილმის პრო­დი­უ­სე­რი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი გია ყანჩელის გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან შეხვედრას იხსენებს.

როგორც რეჟისორი წერს, მან ლეგენდარულ კომპოზიტორს “შინდისის გმირების” მუსიკალური გაფორმება სთხოვა, რაც გია ყანჩელმა სრულიად უანგრაროდ გააკეთა.

“როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “შინდისის გმირების” მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა, – მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!

მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. “შინდისის გმირების” პირველ ნაწილს, ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!

მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ!” – წერს რეჟისორი.

Please follow and like us: