5 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები შედის ტაქსებისთვის. კერძოდ, ტაქსი A და B კატეგორიებად დაიყოფა.

A კატეგორიის ტაქსი არის:

• თეთრი ფერის

• მარცხენასაჭიანი

• აქვს 5 კარი

• მომსახურების გაწევისას იყენებს მანათობელ თეთრ ნიშანს შავი წარწერით „TAXI თბილისი“

• მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული აქვს ტაქსით მომსახურების ნებართვა.

A კატეგორიის ტაქსის პრივილეგიები:

• შეუძლია მგზავრის აყვანა როგორც ქუჩიდან, ასევე ელექტრონული და სატელეფონო საშუალებებით

• სარგებლობს უფასო პარკირებით ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებში

• უფასოდ გადაეცემა ტაქსის მანათობელი ნიშანი

• შემოსავლის მიღების მიზნით, ტაქსიზე განსაზღვრულ ადგილებში შეუძლია რეკლამის განთავსება.

B კატეგორიის ტაქსი არის:

• ნებისმიერი ფერის

• მარცხენასაჭიანი

• აქვს 5 კარი

• მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული აქვს ტაქსით მომსახურების ნებართვა.

B კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებულია:

• მომსახურების გაწევა მხოლოდ აპლიკაციის ან ტელეფონის მეშვეობით

B კატეგორიის ტაქსის:

• არ აქვს მგზავრის ქუჩიდან აყვანის უფლება

• არ აქვს არანაირი ტაქსის ნიშნის გამოყენების უფლება

• ვერ სარგებლობს ტაქსისთვის განკუთვნილი უფასო საპარკინგე ადგილებით.

ტაქსების კატეგორიებად დაყოფა 2019 წლის პირველი ივლისიდან დაიწყება. 2018 წლის 11 ოქტომბრამდე გაცემული ნებართვის მფლობელი, სურვილის შემთხვევაში, ერთჯერადად მიიღებს ტაქსის თეთრად გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერებს.

ღებვის ვაუჩერი გაიცემა გარკვეული პირობებით და მოიცავს მხოლოდ გარეგანი ღებვის ხარჯებს.

Please follow and like us: