ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა – 11.3 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა – 7.4 პროცენტი);
  • მშენებლობა – 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა – 5.9 პროცენტი).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხელფასების წლიურმა ზრდამ კი შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

Please follow and like us: