2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„საქართველოს ფოსტა“, როგორც მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, მსოფლიო ფოსტის დღეს უერთდება და თარიღის აღსანიშნავად 9 ოქტომბერს მომხმარებლებს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს სთავაზობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

როგორც  „საქართველოს ფოსტიდან“ აცხადებენ, აქციით სარგებლობისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს მიმართოს, მთელი საქართველოს მასშტაბით ან ისარგებლოს გარე გამოყენების შემკრები საფოსტო ყუთებით.

„ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დავიცვათ და ვუზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ასევე მინდა მივულოცო „საქართველოს ფოსტის“ თითოეულ თანამშრომელს ფოსტის საერთაშორისო დღე და ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება, ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ეროვნული საფოსტო ოპერატორი აღნიშნავს ამ დღეს.

„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებელს მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

Please follow and like us: