1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

ლაგოდეხის შემდეგ, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საველე სამუშაოები 64 000 ჰა ფართობზე ხორციელდება, რომლის საფუძველზე ათწლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1991 წელს განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სპეციალური, სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე არიან დასაქმებულები. პროცესს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს.

საველე სამუშაოების დაწყებამდე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საზოგადების ინფორმირებისა და შემდგომ ეტაპებზე დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისთვის, სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვლი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა.

„ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10-წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10-წლიანი გეგმები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Please follow and like us: