3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

თბილისში „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ გაიხსნა, რომელიც უეფა-ს დაფინანსებული სასწავლო კურსია. აღნიშნული პროგრამის ინგლისურენოვანი კურსი უეფა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორედ მართავს.

სასწავლო პროგრამა რვა მოდულისგან შედგება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. პირველი მოდული ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ლექციებს უეფას წარმომადგენლები და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ. პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან მსოფლიო ფეხბურთის მოწყობას, სტრატეგიულ მართვას, ოპერაციულ მართვას, ფეხბურთის მარკეტინგსა და სპონსორობას, კომუნიკაციებს, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას, ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვას.

თბილისურ კურსების 24 მონაწილეთა შორის არიან საქართველოში საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საფეხბურთო კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს, ასევე CFM-ის ქართულენოვანი ვერსიის წარმატებული კურსდამთავრებულები და ევროპული ქვეყნების სხვა ფედერაციების წარმომადგენლები.

„უეფა-ს ფეხბურთის მენეჯმენტის პროგრამის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენთვის განათლების მიმართულება პრიორიტეტულია. რასაკვირველია, აღნიშნული პროგრამა უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. მინდა, ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო და მივულოცო კურსის დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართულები არიან არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის წარმომადგენლები, არამედ სტუმრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. საკუთარი გამოცდილებისა და იდეების გაცვლა კი, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

Please follow and like us: