3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 10 ოქტომბრიდან გამოფენას – „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“ მასპინძლობს. ეროვნული მუზეუმის ცნობით, გამოფენაზე კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან შთამბეჭდავი მოზაიკა იქნება წარმოდგენილი.

ეს ექსპოზიცია ხორციელდება Roma Capitale-ს (იტალიის დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის) კულტურის განვითარების ხელშეწყობის სამსახურისა და კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.

გამოფენის ნახვა ქართველ დამთვალიერებლებს სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში შეეძლებათ, 10 დეკემბრის ჩათვლით.

Please follow and like us: