ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა არასდროს ყოფილა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ, ამ პროცესში, ბოლო 11 თვეა აქტიურად ვართ ჩართულები და მის დასრულებას ვუახლოვდებით. როგორც ვიცით, შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით იყო შეკითხვები, ასევე, არსებობდა კითხვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების თაობაზე. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი გამჭირვალობა და ღიაობა არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ყველა თავად განსჯის, მათ შორის ის პარლამენტარებიც, რომელთაც საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. ისინი უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტებით უნდა აირჩნენ“ , – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

Please follow and like us: