18 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

თამარ თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ლუკავამ განუცხადა.

“პროკურატურამ 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, ხოლო ჩვენ 11 ოქტომბერ გვაქვს პრესკონფერენცია 10:30 საათზე და ჩვენს მოსაზრებას იქ გაიგებთ”, – განუცხადა ლუკავამ “ინტერპრესნიუსს”.

საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ნიუ ჰოსპიტალსში გაიმართება.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

Please follow and like us: