3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
17 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
18 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

დღევანდელ საუკუნეში ადამიანს აქვს მიდრეკილება, საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებისა და მისი შენარჩუნებისთვის გამოიყენოს ისეთი პროდუქცია, რომელიც ნატურალურია და ზუსტად ერგება საკუთარი სხეულის მოთხოვნილებებს. ინდივიდურად შერჩეული მალამოები, საპნები თუ სანთლები შედეგზე განსაკუთრებულად აისახება. „ბოტანიკი“ სახისა და ტანის მოვლის ნატურალურ საშუალებებს, საპნებსა და დეკორატიულ სანთლებს ამზადებს. უპირველესი, რაც ასეთი საშუალებების შერჩევისას მომხმარებელს იზიდავს, ალბათ, მაინც, ვიზუალია. აღნიშნული ბრენდი ქმნის დიზაინს, რომელიც არჩევანის გაკეთების პროცესს რთულ მოცემულობად  აქცევს.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პროექტის მენეჯერი, ირინა შენგელია პასუხობს.

რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?

„ბოტანიკი“ უკვე 20 წელია, არსებობს კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობასთან“ ერთად. თავდაპირველად, სწორედ კლინიკის დერმატო-კოსმეტოლოგების მიერ შემუშავებული ფორმულებით დაიწყო მალამოების დამზადება და რეალიზაცია ხდებოდა  უშუალოდ კლინიკის პაციენტებზე. შემდეგ, დროთა განმავლობაში დაიბადა იდეა, რომ „ბოტანიკი“ გახდარიყო ცალკე  ბრენდი.  სწორედ ასე დაიბადა ჩვენი კომპანია.

ახლა კომპანიას აქვს სახისა და ტანის მოვლის 50-მდე სხვადასხვა დასახელებისსაშუალება – საპნები და, ასევე, დეკორატიული სანთლები.

 რისგან ამზადებთ თქვენს პროდუქციას?

ჩვენი პროდუქცია დამზადებულია აბსოლუტურად ნატურალური ინგრედიენტებისგან, არ შეიცავს ემულგატორებსა და მავნე დანამატებს.

ყველასთვის არის ის სასარგებლო?

ის არის სასარგებლო ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ყველა ტიპის კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

ამიტომ, ფართოდ გვაქვს წარმოდგენილი ყველა ტიპის კანისთვის მოვლის საშუალებები.

ჩვენი პროდუქცია  არის ანტიასაკობრივი, ანტიოქსიდანტური, მკვებავი, ანტიალერგიული, ბაქტერიოცდული მოქმედების, დამატენიანებელი, აკნეს საწინააღმდეგო.

ძირითადად, რა შედეგებზეა ორიენტირებული მათი გამოყენება?

გამოიყენება როგორც გამაახალგაზრდავებელი, ასევე, სამკურნალო, ანტიასაკობრივი, ანთების საწინააღმდეგო მიზნით.

დაბოლოს, რას გვეტყვით მათ დიზაინზე?

ჩვენი მალამოების შესაფუთი ჭურჭელი  იქმნება ქართული ნატურალური თიხისგან,  რაც ხდის მას განსაკუთრებულს.

ასევე, ჩვენი საბავშვო საპნები და დეკორატიული სანთლებიარის უნიკალური, თითოეული არის ერთადერთი და განუმეორებელი ეგზემპლარი,  რადგანის არის ხელნაკეთი.

ვართ მუდმივ ძიებაში, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო დიზაინი და ხარისხი.

 

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: